წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება

 ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. მარნეულში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა. პარალელურად, არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ის უფასო სასადილოს ეწვია და ბენეფიციარებს ესაუბრა.