წინასაარჩევნო პროცესში მხარდამჭერთა აქტივობა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერები დღეს დილიდან ზუგდიდში გაემგზავრნენ. თბილისსა და რამდენიმე ქალაქში, აქტივისტები პარტიის ოფისებთან შეიკრიბნენ და ზუგდიდისაკენ დაიძრნენ. მათი განმარტებით, მუნიციპალიტეტში ჩასვლის მიზეზი, საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, მისი მონიტორინგი და ამომრჩეველთა ხმების დაცვაა.