დავით ბაქრაძე ასპინძაში ამომრჩევლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრის მცხოვრებლებს შეხვდა დავით ბაქრაძე.  პარტია ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. მოქალაქეების განცხადებით, მათ სასმელი წყლის, სასოფლო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აწუხებთ.  რის გამოც, მათი თქმით, უჭირთ მოსავლის აღება. დავით ბაქრაძის შეფასებით, ქართულ სოფელს დღეს ბევრი პრობლემა აწუხებს და პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ფერმერების დახმარება უდნა იყოს.