წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტის წარდგენა

„სამართლიანი არჩევნები“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტს აქვეყნებენ. დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება. დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული და ახლა მთავარ ამოცანად, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილების დროული მიღება სახელდება, რაც მათი აზრით, ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარებას.