წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში წარადგინა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“, „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ცალკეულ დარღვევებზე. ავტორები განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებს. აღნიშნავენ, რომ გამოწვევად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიისას ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვით ფაქტებსაც, რომელსაც მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც მიმართავდნენ.