წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები წარადგინა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

მათი შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა, ამასთან საზოგადოება კანდიდატების მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების უკიდურესი დაპირისპირების, აგრესიული რიტორიკის და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების მომსწრე გახდა. საუბარია ძალადობრივ ინციდენტებზეც. არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ ანგარიშში ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზეც მიუთითებენ.

საარჩევნო გარემოზე სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშს საპარალამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.