წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზუგდიდში პოლიტიკური ტემპერატურა ყოველდღიურად იზრდება. მოვლენების ეპიცენტრში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია რჩება. განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია კომისიიდან საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის უბნებზე გადატანაში კანონდარღვევას ხედავს და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს, რის გამოც დღევანდელმა სხდომამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ფაქტს სხდომის ჩაშლის მცდელობად და კომისიის საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს. ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ განმარტებებს ახლა ცესკო-ს თავმჯდომარისგან ელოდება და მას პარლამენტში იბარებს.

ოპონენტებისგან გასხვავებით, თამარ ჟვანიასთან კითხვები არ აქვს მმართველ გუნდს, სადაც ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ზუგდიდში სიტუაციის ესკალაციას ხელოვნურად ცდილობს.