წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში

საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასაც მოითხოვს.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ მირანდა მესხმა კანონი დაარღვია, რადგან სამაგიდო სიები და ბეჭდები, არჩევნებამდე 4 დღით ადრე, საარჩევნო ოლქიდან გაიტანა. ბრალდებებზე პასუხი სწორედ კანონშია გაწერილი, რაზეც დამატებითი განმარტებები დღეს ცესკო-შიც გააკეთეს. მომხდარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს სამოქალაქო სექტორიც. მათი შეფასებით, თუ ინვენტარი დაზიანებული არ არის და სიებში არსებული პერსონალური მონაცემები დაცულია, სამართალდარღვევა არ ფიქსირდება.