წინასაარჩევნო გარემო - პოლიტიკური განცხადებები

წინასაარჩევნო გარემო მწვავე ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა პარლამენტში.

რა პირობებში უწევთ შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს კამპანიის წარმართვა, – ეს იყო დღევანდელი დებატების მთავარი თემა.

მმართველი გუნდი 19 მაისს დაგეგმილი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვის პირობას დებს. ამ დაპირების არ სჯერათ ოპონენტებს, რომლებიც ხელისუფლებას კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ.