წინასაარჩევნო გარემო - მესამე სექტორის ანგარიში

წინასაარჩევნო გარემოს მწვავე შეფასებებს აძლევს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია. ერთობლივ ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ გამოწვევად ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების გახშირებულ ფაქტებს მიიჩნევს. კვლევაში საუბარია მოსყიდვის 60-ზე მეტ შემთხვევაზეც, რომლებიც, ავტორთა განმარტებით, როგორ მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება. ორგანიზაციები საუბრობენ დაშინების, მუქარისა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტებზეც. ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კონტექსტშია განხილული პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული სოციალური პროექტებიც. მედიაგარემოს ცალკე კვლევას უძღვნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. თუმცა ორგანიზაციის მიერ საქართველოს პირველ არხზე მითითებული მონაცემები ჩვენი პარალელური მონიტორინგის შედეგებს არ ემთხვევა.

რა დარღვევებზე მიუთითებენ ავტორები და როგორია გამოხმაურება პოლიტიკოსების მხრიდან – სალომე ქოქიაშვილი გაეცნო კვლევის შინაარსს.

მოამბე