წინასაარჩევნო გარემო და სადამკვირვებლო მისიები 

ეუთო-ოდირი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებას იწყებს.

ორგანიზაციის მისიის წევრები წინასაარჩევნო გარემოს შეისწავლიან და მარათონში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებს მოუსმენენ. სადამკვირვებლო ჯგუფები ეყოლებათ საელჩოებს, ასევე იქნებიან დისტანციური დამკვირვებლები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

უთანასწორო გარემოს შესახებ ოპოზიციური სპექტრისგან ხელისუფლების მისამართით პრეტენზიები ყოველდღიურად ისმის, ცალკეულ ფაქტებზე სერიოზული შენიშვნები აქვს სახალხო დამცველსაც.