წინანდლის საერთაშორისო ფესტივალი

წინანდლის ფესტივალი წელს მასშტაბური და საინტერესო პროგრამით ბრუნდება. სექტემბრის დასაწყისში, წინანდლის მამულში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში აღიარებული 24 არტისტი წარდგება. მათ შორის საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი ხუთ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს მსოფლიო დონის დირიჟორების ხელმძღვანელობით. დიდი მუსიკოსების თავშეყრა წინანდალში და განსაკუთრებული საფესტივალო პროგრამის შექმნა – ორი შემოქმედებითი დირექტორის, მარტინ ენგსტროემის და ავი შოშანის დამსახურებაა. კონცერტები ღია ცის ქვეშ, ამფითეატრში, ქვეყანაში დადგენილი ყველა რეგულაციის გათვალისწინებით ჩატარდება.