წინანდლის საერთაშორისო ფესტივალი
ჟავჭავაძეების ისტორიული მამული ტრადიციად ქცეული ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება.
წინანდლის რიგით მერვე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე გაიმართება. მუსიკალური ღონისძიება წელს საკმაოდ მასშტაბური იქნება. წინანდალში 200-ზე მეტ ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებელი შეიკრიბება. მრავალფეროვანია პროგრამაც. საოპერო დადგმებთან ერთად, მსმენელი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორებს არაერთ ნაწარმოებს მოისმენს. ფესტივალის ფარგლებში ოთხ კონცერტს გამართავს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.