წინანდლის ფესტივალი შვეიცარიაში

შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ ვერბიეში წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიებაზე  ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯან-ანდრეა ნოსედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება.  ვერბიეში ხელი უკვე მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოსედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.

იტალიელი დირიჟორი, 2016 წლიდან არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მიწვეული დირიჟორია.