წინანდალში საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდალში საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ავარიული ბაღის დახურვის  შემდეგ, სოფელში ახალი ბაღი აშენდა, მაგრამ  მათ აქ მუშაობის საშუალება აღარ მისცეს. სკოლამდელ დაწესებულებას შეუცვალეს ნომერი, რის შედეგადაც იურიდიულად გამართლებული იყო კონკურსის გამოცხადება. თუმცა, კონკურსს ფორმალური სახე ჰქონდა და ბაღში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ახლო ნათესავები დასაქმდნენ.

წინანდლის ბაღის თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა უპასუხა. მისი თქმით, კონკურსის შედეგების გაუქმება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი, გათავისუფლებულ პედაგოგებს კი სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ.

 

დატოვე კომენტარი