წილისყრა ცესკო-ში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წილისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ნომერი დღეს 47 საარჩევნო სუბიექტს მიენიჭა. კანონმდებლობით წილისყრის პროცედურის გამართვისთვის ცესკო-ს ვადა 1-ელ ოქტომბრამდე ჰქონდა, თუმცა, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ნომრების მინიჭება გაცილებით ადრე გახდა შესაძლებელი. სულ რეგისტრირებულია 58 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.

წილისყრის პროცესში დღეს 47-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა უფლება, წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომრები, რომლებსაც ისინი მანამდე იყენებდნენ. საუბარია იმ 13  პოლიტიკურ პარტიასა თუ ბლოკზე, რომლებიც კანონით დადგენილი წესით, კვალიფიციურ სუბიექტებად მიიჩნევიან.