წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ამ დღის აღსანიშნავად, ასოციაცია ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებს, საჯარო ბიბლიოთეკებს, გამომცემლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციას, ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ღონისძიებაში, განახორციელონ შესაბამისი აქტივობები და ხელი შეუწყონ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. ასოციაციამ პარტნიორ გამომცემლებთან თანამშრომლობით რამდენიმე შეხვედრა დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები თანამედროვე ქართველ ავტორებს შეხვდნენ.