წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული სახალხო ღონისძიება პუშკინის სკვერში გაიმართა.

ღონისძიების მასპინძლები ქართველი მწერლები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა წიგნიდან ლიტერატურულ ამონარიდებს კითხულობდნენ. ღონისძიებაში ჩართვა შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით აირჩევდა წიგნს და მოკლე მონაკვეთს საჯაროდ წაიკითხავდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალი წელია ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.