წიგნის საახალწლო ფესტივალი იმართება „თბილისი მოლში“. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორები უმასპინძლებს ყველა ასაკის მკითხველს. წარმოდგენილია მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა ფასდაკლებით. ასევე სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები. მოწვეული სპიკერები თემატურ ლექციებს ჩაატარებენ.