ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. ისტორიული მონოგრაფიები ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს: განათლების მინისტრმა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სამეცნიერო, აკადემიური და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.