წიგნის პრეზენტაცია

18:58, 16.10.2026

სპორტკაფეში „არენა“ ვეტერანი სპორტული ჟურნალისტის, გიორგი გორგოძის წიგნის – „ნაკრები ჩვენი მღელვარებისა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქართული ფეხბურთის შესახებ ტომეულის გაგრძელებაა და, უახლეს პერიოდში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხება. წიგნს სათაურად აკა მორჩილაძის ერთ-ერთი წერილიდან ამონარიდი აქვს შერჩეული. პრეზენტაციას, ავტორთან ერთად, სპორტული ჟურნალისტები, ვეტერანი ფეხბურთელები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

მსგავსი