წიგნის პრეზენტაცია

სპორტულ კაფე „მარაკანაში“ სპორტული ჟურნალისტის, ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია „ხვიჩა კვარაცხელია – მენტალური მონსტრი“ გაიმართა.

საქართველოს ნაკრების ლიდერისადმი მიძღვნილ წიგნში, 2021 წლიდან გამოქვეყნებული მასალები გამოიყენა, მათ შორის ინტერვიუ ხვიჩასთან, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ამბობდა, რომ მისი მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. კვარაცხელიამ ეს სურვილი 4 წლის შემდეგ აისრულა. წიგნი გამოიცა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და სპორტის სამინისტროს თანადგომით.