წიგნის პრეზენტაცია

18:23, 06.01.2026

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მიხეილ ხუნდაძის ფრანგულენოვანი წიგნის ქართული თარგმანის „1917 წლის თებერვლის რევოლუცია. სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ. წერეთელი ლენინის პირისპირ“ წარდგენა გაიმართა. წიგნი 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შესახებ დაწერილ ისტორიულ ნაშრომს წარმოადგენს, თუმცა წიგნს მეორე „მთავარი გმირიც“ ჰყავს – ირაკლი წერეთელი – ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავად იყო თებერვლის რევოლუციის ლიდერთაგანი. რაც შეეხება წიგნის ავტორს, იგი თავად გახლდათ 1917 წლის რევოლუციური მოვლენების შემსწრე და მონაწილე.

მსგავსი