წიგნის პრეზენტაცია
„ადამიანი, წამალი და გარემო“ – სწორედ ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. სახელმძღვანელო თანამედროვე ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედიკამენტების რაციონალურ, უსაფრთხო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამოყენებაზე კლინიკურ პრაქტიკაში. ავტორების განმარტებით, წიგნი განკუთვნილია როგორც ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის, ისე სხვა სამედიცინო პერსონალისთვის და მიზნად ისახავს მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას, გვერდითი ეფექტების შემცირებასა და პაციენტების სიცოცხლის ხარისხის ზრდას.