წიგნის პრეზენტაცია

მეცნიერებათა აკადემიაში, თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის სახელწოდებით „საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ათათურქის კვლევითი ცენტრის დაფინანსებით შეიქმნა, რომელსაც 16 ქართველი და 8 თურქი ავტორი ჰყავს. მთავარი რედაქტორი ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი და მთარგმნელი როინ ყავრელიშვილია.  წიგნი ანტიკური პერიოდიდან დღემდე, საქართველოს ისტორიას გადმოსცემს, რომელიც ქართულ და უცხოურ კვლევებზე დაყრდნობით არის შექმნილი. პრეზენტაციას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიის წევრები, ისტორიკოსები და ათათურქის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.