წიგნის პრეზენტაცია
წიგნის, „ზიგმუნტ ვალიშევსკი სიყვარულის კუნძული“ პრეზენტაცია კულტურის ცენტრ „ათინათში“ გაიმართა.
გამოცემა მხატვარ ზიგმუნტ ვალიშევსკის პირად და შემოქმედებით ცხოვრებას ასახავს, როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთსა და პოლონეთში. ცნობილმა პოლონელმა მხატვარმა, შემოქმედების პირველი ეტაპი საქართველოში, თბილისში გაიარა. მან განსაკუთრებული კვალი დატოვა მეოცე საუკუნის 10-იანი წლების, ქართული ავანგარდული ხელოვნების ისტორიაში. წიგნის ავტორია ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი. პროექტი საქართველოში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.