წიგნის პრეზენტაცია

15:22, 29.01.2025

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეექვსე წიგნის და 2025 წლის ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოცემა დაიბეჭდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სოციალური პროექტის ფარგლებში.

 

მსგავსი