წიგნის პრეზენტაცია

„ევროკავშირის ინსტიტუტები“ –  ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროფესორ ლევან მახარაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული „ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით გამოიცა და მასში ავტორი ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს განიხილავს. მასალა განკუთვნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური საქმიანობისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის.