წიგნის პრეზენტაცია

„დიმიტრი ხახუტაშვილი“- ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

პრეზენტაცია ქართველი მხატვრისა და პედაგოგის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. ავტორმა, ლელა წიწუაშვილმა წიგნში დიმიტრი ხახუტაშვილის 300-ზე მეტი ილუსტრაცია, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, წიგნის ილუსტრაციები და ესკიზები წარმოადგინა.