წიგნის პრეზენტაცია 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნანა მიქაბერიძის ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში 30 ნაწარმოებია შესული. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპოზიცია კონსერვატორიის სტუდენტებმა შეასრულეს.

ნანა მიქაბერიძე კლასიკური მუსიკის, ქართული ტრადიციული საფორტეპიანო სკოლის გამგრძელებელია. მისი პედაგოგები იყვნენ სახელგანთქმული მუსიკოსები: ნოდარ გაბუნია და თეიმურაზ მათურელი.