წიგნის „მეფეთ-მეფე ერეკლე II“-ს პირველი ტომის პრეზენტაცია 

18:55, 10.06.2025

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში წიგნის, „მეფეთ-მეფე ერეკლე II“-ს პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა, ჯამში კი ავტორის თქმით, 20-ტომეულის გამოცემა აქვს დაგეგმილი.

წიგნში წარმოდგენილია ერეკლე მეფის მიერ გაცემული უნიკალური დოკუმენტური მასალა: სიგელები, არზები, განჩინებები და ბრძანებები. წიგნის ავტორი იოსებ ბიჭიკაშვილია, მთავარი რედაქტორი კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ავტორმა წიგნი დოკუმენტური მასალების  მიხედვით შეადგინა და მასში ასახულია, ერეკლე მეორის მოღვაწეობის არაერთი ფაქტი და ისტორიული მოვლენა, რომლებიც პირველად ქვეყნდება. ღონისძიებას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სამეცნიერო საზოგადოების წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ბაგრატიონების სამეფო ოჯახის შთამომავლები დაესწრნენ.

მსგავსი