წიგნის ფესტივალი

წიგნი საუკეთესო საახალწლო საჩუქარია.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა. 3 დღის განმავლობაში  წიგნის მოყვარულებს ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ძველ და ახალ გამოცემებს უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას.