თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად ლევილის მამულის ისტორიის შესახებ ორენოვან წიგნს გამოსცემს.
წიგნი ქართული ემიგრაციის 1921-2016 წლების პერიოდს მიეძღვნება და მასში აღწერილი იქნება ლევილის ქართული მამულის ისტორია – პირველი ემიგრაციის ჩასვლიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს.