წიგნი-ალბომი „რობერტ სტურუა უფროსი“
ცნობილი ქართველი რეჟისორი ასევე ცნობილ მხატვარ მამაზე – ორ რობერტ სტურუაზე გამოიცა ორენოვანი წიგნი-ალბომი, რომელიც მამა-შვილის მრავალწლიან მდიდარ შემოქმედებას ასახავს.
ალბომი რობერტ სტურუა უფროსის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და მასში ხელოვანის უნიკალური ნამუშევრებიცაა შესული. ალბომში ავტორის მიერ შესრულებულ პორტრეტებს, გრაფიკებსა და მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნობით.
რობერტ სტურუა უფროსის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი მონუმენტურ მხატვრობას, პორტრეტებს და წიგნის გრაფიკას უკავშირდება. წიგნი ალბომი სწორედ იმ წვლილის ერთგვარი ხაზგასმაა, რომელიც მხატვარმა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეიტანა.