„წიგნების თაროს“ საქველმოქმედო აქცია

„წიგნების თარო“ 4 წლისაა.

თარიღის აღსანიშნავად გადაცემა სოციალურ აქციას მართავს სახელწოდებით, „წიგნები – არასრულწლოვანთა კოლონიისთვის“.  ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს აქციაში და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს წიგნები აჩუქოს. რეიტინგული და მასშტაბური პროექტის პირველი გადაცემა ეთერში 2016 წლის 16 იანვარს გავიდა. ამ 4 წლის განმავლობაში შედგა შვიდი სასკოლო და სამი სტუდენტური სეზონი. პროექტში მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა მოსწავლემ და სტუდენტმა, კემბრიჯში უკვე იყო 23 ახალგაზრდა გაემგზავრა, წელს კი კიდევ 15 გაემგზავრება. „წიგნების თაროს“ ეგიდით გაიმართა არაერთი ღონისძიება, ლექცია, საჯარო თამაში და ფესტივალი. შოუმ მოახერხა, დაემკვიდრებინა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გადაცემის სახელი და გამხდარიყო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი.