„წიგნების თაროს“ საიუბილეო პროექტი

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი, „წიგნების თარო“ 6 წლისაა! 2016 წლის 16 იანვარს, პირველ არხზეწიგნების თაროს“ პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. მას შემდეგ პროექტმა ხალხის განსაკუთრებული სიყვარული და „წიგნის ქომაგის“ ჯილდო დაიმსახურა. 18 სატელევიზიო სეზონი, 53 გამარჯვებული, უამრავი საჩუქარი ბავშვებს, სოციალური, საგანმანათლებლო ღონისძიებები და წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილი – ასეთია „წიგნების თაროს“ 6-წლიანი ისტორია. წელს „წიგნების თარომ“ დაბადების დღე მორიგი სოციალური ღონისძიებით აღნიშნა და წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა.

წიგნების თარო