„წიგნების თაროს“ გამარჯვებულები კემბრიჯში

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ჩემპიონები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ. ამჯერად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქს, მე-9 და მე-10 სასკოლო და მე-5 და მე-6 სტუდენტური სეზონების გამარჯვებულები, ასევე ხალხის რჩეული მოთამაშეები ესტუმრებიან. ისინი კემბრიჯში ორ კვირას გაატარებენ და საზაფხულო სკოლაში ისწავლიან.

გადაცემის ახალ სეზონს მაყურებელი შემოდგომაზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში ნახავს.

წიგნების თარო