„წიგნების თაროს“ ფინალი

„წიგნების თაროს“ კიდევ ერთი სეზონის დასასრული.

არაერთი დაძაბული შეხვედრის და პაექრობის შემდეგ გამარჯვება 117-ე სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. პირველი არხის პოპულარული გადაცემის სასკოლო სეზონის ფინალი მაყურებელმა ცოტა ხნის წინ ნახა.

სასკოლო ფინალის შემდეგ საქართველოს პირველი არხის მაყურებელი უახლოეს მომავალში სტუდენტური სეზონის ფინალსაც იხილავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო“ ახალი სასკოლო და სტუდენტური სეზონით ეთერში სექტემბერში დაბრუნდება.