პირველი არხის მასშტაბური პროექტის, „წიგნების თაროს“ 2019 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება

ფინალური თამაშები გადაცემის მე-6 სასკოლო და მე-2 სტუდენტური სეზონების გამარჯვებულებს და ხალხის რჩეულს გამოავლენს, რომლებიც სტატუსთან ერთად კემბრიჯის საზაფხულო სკოლის საგზურს მოიპოვებენ.

ფინალური თამაშების პარალელურად წიგნების თაროს ახალი სეზონის მონაწილეთა შესარჩევად გასაუბრებები მიმდინარეობს.

გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ პროექტი  მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობება, სექტემბერში კი ეკრანს განახლებული შემადგენლობით დაუბრუნდება.

წიგნების თარო

„წიგნების თარო“ – მეექვსე სეზონის ფინალი! 28 ივნისს, 20:00

„წიგნების თარო“, სტუდენტური სეზონის ფინალი – 29 ივნისს, 20:00