თბილისში აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება
2026 წლის 17 ნოემბერს, თბილისში, აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება. ღონისძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერითა და Study in Azerbaijan-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aktual.ge-ს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გამოფენის მთავარი მიზანია საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მშობლების ინფორმირება აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემის, უნივერსიტეტების, სასწავლო პროგრამების, სპეციალობებისა და მიღების პირობების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიება მონაწილეებს აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

გამოფენის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ აზერბაიჯანის 10-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენელს. ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტებში არსებული სპეციალობების, ჩარიცხვის წესების, სწავლისა და სტიპენდიების შესაძლებლობების, ასევე სტუდენტური ცხოვრების შესახებ. დაინტერესებულ პირებს საკუთარი კითხვების უშუალოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის დასმის შესაძლებლობაც ექნებათ.
საგანმანათლებლო გამოფენა 2026 წლის 17 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში მდებარე სასტუმრო Swissôtel Tbilisi-ში გაიმართება.
„მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აზერბაიჯანში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები აინტერესებს, დაესწრონ გამოფენას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.