„წიგნების თაროს“ 10 მონაწილე კემბრიჯში გაემგზავრა
საქართველოს პირველი არხის მასშტაბური ახალგაზრდული ლიტერატურული პროექტის, „წიგნების თაროს“ 2019 წლის სასკოლო და სტუდენტური სეზონების გამარჯვებულები, დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ. გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, კემბრიჯში ასევე გაემგზავრა ხალხის რჩეული კიდევ ორი მონაწილე. კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მათ ორი კვირის განმავლობაში, დასვენებასთან ერთად, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ელით.