„წიგნების თარო“ უნივერსიტეტებში

პირველი არხის ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო“ საქართველოს უნივერსიტეტებს სტუმრობს.

პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ახალგაზრდებს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი შეხვდნენ. მათ სტუდენტებს, პირველი არხის ახალი პროექტის, „წიგნების თარო მედია“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ვასილ მაღლაფერიძე სტუდენტებს იმ შანსზე ესაუბრა, რომლითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პირველ არხზე.

2020 წლის ზაფხულში „წიგნების თარო“ კემბრიჯში კიდევ 14 ახალგაზრდას გააგზავნის . პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო 1tv.ge-ზე.

დღესვე გადაცემის წამყვანმა სტუდენტებთან ერთად წიგნების თარო ითამაშა.

დატოვე კომენტარი