„წიგნების თარო“ - სასკოლო სეზონის ფინალი

გადამწყვეტი და დაძაბული ორთაბრძოლა – „წიგნების თაროს“ მეცხრე სასკოლო სეზონის გამარჯვებული გამოვლინდა.

მთავარი პრიზი, ანუ კემბრიჯის საზაფხულო სკოლის საგზური თბილისის 52- ე სკოლამ მოიპოვა. ფინალში მისი მეტოქე 42-ე სკოლა იყო. პანდემიის გამო წლევანდელ სეზონს მაყურებელი არ დასწრებია.

ლიტერატურული შოუ, რომელიც ახალგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უკვე ხუთი წელია საქართველის პირველი არხის ეთერშია. პროექტი ჯამში 14 სატელევიზიო სეზონს ითვლის. წიგნების თაროს ახალი სეზონი პირველ არხზე 29 მარტიდან დაიწყება.