#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონის ფინალი

„წიგნების თაროს“ მეოთხე სტუდენტური სეზონის ფინალური შერკინება.

საქართველოს პირველი არხის პოპულარული პროექტის დღევანდელ ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „შავი მამბა“ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი „ექსელი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება „მამბამ“ მოიპოვა, რომელიც კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი ყველაზე  გამორჩეული პროექტი ფინალით არ სრულდება, 18 ივლისს მაყურებელი სპეციალურ გადაცემას ნახავს, სადაც წინა სეზონების გამარჯვებულების კემბრიჯული დღეებია აღწერილი. ბოლო ეპიზოდში სეზონის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტსაც იხილავთ.

წიგნების თარო