„წიგნების თარო“ რეგიონებში

საქართველოს პირველი არხის პროექტის „წიგნების თაროს“ რეგიონული ტურნე ბათუმში დასრულდა. გადაცემის გუნდი სულ ექვს ქალაქს სტუმრობდა, მათ შორის იყო თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. პროექტის მაყურებელს და გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს და გაცნობოდნენ პროექტის სიახლეებს.

მოსწავლეები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ. ესწრებოდნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძის, დათო გორგილაძის და ბექა ადამაშვილის საჯარო ლექციებს „რა სარგებლობა მოაქვთ წიგნებს?“ „წიგნების თაროსთან“ ერთად, ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებიც შეხვდნენ და მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

წიგნების თარო