„წიგნების თარო“ მწერალთა სახლში

„დიქტატორები ისტორიასა და ლიტერატურაში“- ასე ჰქვია შემეცნებით ღონისძიებას, რომლიც მწერალთა სახლში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით გაიმართა. ლექციასა და დისკუსიას მწერალი და წიგნების თაროს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ისტორიკოსი, გიგა ჩალიგავა უძღვებოდნენ. საუბარი შეეხო დიქტატურის რაობასა და ისტორიას, ასევე მის ვარიაციებს მსოფლიო ლიტერატურაში.

როგორ იცვლებოდნენ ტოტალიტარული წყობილებები, როგორ მყარდებოდა დიქტატურა სხვადასხვა ეპოქაში და რა ანგრევდა მას. როგორია დიქტატურის სახე 21-ე საუკუნეში და რა რეალობის წინაშე დგას საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები.

წიგნების თარო