„წიგნების თარო“ კემბრიჯში მიემგზავრება

„წიგნების თაროს“ ჩემპიონები კემბრიჯში მიემგზავრებიან!

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ჩემპიონები დიდ ბრიტანეთში უკვე მეხუთედ მიდიან. ამჯერად, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქს მე-7 და მე-8 სასკოლო და მე-3 და მე-4 სტუდენტური სეზონების გამარჯვებულები, ასევე ხალხის რჩეული მოთამაშეები ესტუმრებიან.

ისინი კემბრიჯში სამ კვირას გაატარებენ და საზაფხულო სკოლაში ისწავლიან. სკოლის პროგრამაშია ენის კურსები, ექსკურსიები, კემბრიჯის საგანმანათლებლო მეთოდების გაცნობა და სხვადასხვა აქტივობები. კემბრიჯის საზაფხულო სკოლა „წიგნების თაროს“ დაარსების დღიდან პროექტის მთავარ პრიზს წარმოადგენს.  „წიგნების თაროს“ მე-11 სასკოლო და მე-7 სტუდენტურ სეზონებს მაყურებელი პირველი არხის ეთერში  შემოდგომაზე იხილავს.

წიგნების თარო