„წიგნების თარო“ ეთერს უბრუნდება 

„წიგნების თარო“ ეთერს უბრუნდება. თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ხვალ, 29 მაისს, 20:00 საათზე, ხალხის რჩეული ახალგაზრდული შოუ საქართველოს პირველი არხის ეთერში გავა. „წიგნების თაროს“ მერვე სასკოლო და მეოთხე სტუდენტური სეზონები თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა, სხვა გადაცემების მსგავსად, მსოფლიო პანდემიის გამო, შეჩერდა.

29 მაისს „წიგნების თარო“ სტუდენტური სეზონით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი სასკოლო სეზონის გაგრძელება იგეგმება. უცვლელია მთავარი პრიზიც – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა.

წიგნების თარო