წიგნების პრეზენტაცია ფოლკლორის ცენტრში
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრში ორენოვანი წიგნები „მსოფლიო მუსიკა“ და „ეთნომუსიკოლოგია“ წარადგინეს.
ოქსფორდის გამოცემები მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ მოგვითხრობს. წიგნები ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, ნანა მჟავანაძემ წარადგინა. პროექტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.