წიგნები ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან - გამოფენა თბილისში

საქართველოში წლების შემდეგ დაბრუნებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისული დამთვალიერებელი იმ ისტორიულ წიგნებს, ხელნაწერებსა და დოკუმენტებს გაეცნობა, რომლებიც ქვეყანასა და თაობებს ექვთიმე თაყაიშვილმა შემოუნახა. გადასარჩენად საფრანგეთში გატანილი და მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე სამშობლოში ჩამოტანილი საგანძურის ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტის საცავებში ინახება. უმაღლესი სასწავლებლის უნიკალური კოლექცია ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი.